,,რეალურად, არის ძალიან მარტივად დადგმული სცენარი. ჩვენ ვიცით, როგორი ალიანსია ამ ტელევიზიასა და ამ პოლიტიკურ ძალას შორის, კონკრეტულად “ტვ პირველი” არის პირდაპირ “ნაცმოძრაობის” პარტიული ტელევიზია და ვინ დაიჯერებს იმას, რომ აქ არის რაიმე დაპირისპირება სახეზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, “ტვ პირველის” და კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესაძლო დაპირისპირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ოქტომბერი 08 2025
წაკითხვა 509 ჯერ
