“კრემლი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდაზე კვლავ უარს აცხადებს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს. ერთის მხრივ ის 2022 წლის მარტიდან ევროპული საბჭოდანაა გარიცხული სამხედრო აგრესიის გამო, თუმცა, მეორეს მხრივ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არც ე.წ. ურთიერთობის დათბობის კუთხით გადაიხდის დაკისრებულ მილიონებს, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს აღიაროს, რომ დამნაშავეა. “რუსეთი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს”, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.
ოქტომბერი 17 2025
წაკითხვა 390 ჯერ
